აქციაზე დაკავებული რევაზ კიკნაძე – სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება

სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ რევაზ კიკნაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც ის საპატიმროდან აქვეყნებს.
რევაზ კიკნაძე მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და წერს, რომ ხანდახან უნდა დაეცე, რათა წამოდგომა ისწავლო.
“ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! წინა წელს ქაშვეთის ეკლესიის წინ შევხვდი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ახლაც თანამებრძოლებთან ერთად ვხვდები, ოღონდ სხვა ადგილას. სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება. ხანდახან უნდა დაეცე, რათა წამოდგომა ისწავლო, უნდა მოკვდე, რათა აღდგე, აღდგე ჭეშმარიტად და გახდე სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი!“, – აღნიშნავს რევაზ კიკნაძე თავის წერილში.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს