აფხაზი ოპოზიციური ლიდერი რუსეთში 14 დღით დააპატიმრეს

აფხაზური ტელეგრამ არხის RESPUBLICA / РЕСПУБЛИКА -ს ცნობით, სოჭის ქალაქის ადლერის რაიონის მილიციის განყოფილებაში აფხაზი ოპოზიციური ლიდერი ადგურ არძინბა 2025 წლის აპრილში მდ. ფსოუს გავლით “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ფაქტთან დაკავშირებით გამოიძახეს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე მას წარედგინა ბრალდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში — სატრანსპორტო საშუალების მართვაში მძღოლის უფლებების ჩამორთმევის პერიოდში – დაჩქარებული სასამართლო განხილვის შედეგად მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ს ოპოზიციური ფიგურა ადგურა არძინბა, რომელიც დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის მთავარი ოპონენტი იყო, „ადლერის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აპრილში დააკავეს. მაშინდელი ინფორმაციით, მას მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული ს სასამართლოს მიერ, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად მართავდა ავტომობილს, რაც გახდა ს სამართალდამცველების მხრიდან დამატებითი შემოწმების საფუძველი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი