აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და დაიწვა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს, 2 აპრილს, ს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი МИ-24 ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მთლიანად დაიწვა.
ეკიკპაჟის სამივე წევრი გადარჩა და ისინი აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ