აფხაზეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა

აფხაზეთში პირველ მარტს გამართული დე ფაქტო საპრეზიდენტო ს მეორე ტურის შემდეგ, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით სწორედ მან გაიმარჯვა.
მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას თანაგუნდელს, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის გაიმართა.
ასლან ბჟანიას ვადამდელ გადადგომას წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.სა და ს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს. აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.
“თქვენთვის ყველასთვის ცნობილია წინასწარი შედეგები, ესაა იმ ნდობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოგვიცხადეს. ეს არაა ბადრა გუნბას და ბესლან ბიგვავას გუნდის გამარჯვება, ეს უნდა გახდეს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”, – შესაბამისი განცხადება მან შტაბის მხარდამჭერებთან გამოსვლისას გააკეთა.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა. მაშინ დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი კი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.
დე ფაქტო არჩევნების გამართვამდე, ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, დიდი უპირატესობა ექნებოდა ოპოზიციის კანდიდატს, რადგან დანარჩენი სამი კანდიდატის მხარდამჭერები სწორედ მას მისცემდნენ ხმას.