ს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა დან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.
მთავრობამ განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული გაძლიერებით არის განპირობებული.
სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით