„აფხაზეთის მეომართა კავშირი” განცხადებას ავრცელებს

ს მეომართა კავშირი” დეპუტატ დევი ჭანკოტაძეს განცხადებას პასუხობს. აღნიშნულ განცხადებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის მეომართა კავშირი სრულად იზიარებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობასა და პრინციპს!“.
„ჩვენი ძალოვანი ვეტერანები, ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი იმიტომ, რომ მთლიანად რუსული კანონია“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. „ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი“.
გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძის ამ განცხადებას სრულად ემიჯნება აფხაზეთის მეომართა კავშირი – „მას არ აქვს უფლება ძალოვანი ვეტერანების სახელით გააკეთოს მსგავსი შინაარსის განცხადება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია