აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი – რუს კოლეგებს ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი გადავეცით, რომელიც ტაჯიკეთის მოქალაქეა

ოკუპირებული ს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ რუს კოლეგებს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ტაჯიკეთის მოქალაქე გადასცა.
„ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იდენტიფიცირებული იქნა ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან, რომელიც ს ფედერაციაში კოლეგებს გადავეცით. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით“, – ციტირებს მედია კიუტს.
ამასთან, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ აფხაზეთში თითქმის მუდმივად მოქმედებს გაძლიერებული რეჟიმი და რეიდები და სხვა ზომები ხორციელდება.
შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. ოთხივე მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა.