აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის აფხაზეთის მთავრობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი – 143 ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხზე, სწრაფი და ამომწურავი პასუხის მიღება შეუძლიათ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისა და მთავრობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვის, განათლების და სოციალური მიმართულებით არსებული სერვისები. ამ მიზნით, მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა რეგიონში, დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელსაც დევნილ მოსახლეობას პირადად მინისტრები გადასცემენ, ცხელი ხაზის – 143-ის ამოქმედებამ კი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცხელი ხაზის ნომერზე – 143 დაკავშირება უფასოა და შესაბამისი ინფორმაციის მიღება უკვე აფხაზურ ენაზეც არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”