ასობით მოქალაქე, რომლებმაც რუსული პასპორტი მიიღეს, კრემლმა ჯარში გაგზავნა-Baza

სხვა ქვეყნების წარმომადგენელი 350-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ს მოქალაქეობა მიიღო, უკვე სამხედრო სამსახურში იმყოფება, – იუწყება Baza ტელეგრამის არხში.
ცოტა ხნის წინ, რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია პოლიციელების, სამხედრო მოსამსახურეების და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლების მიერ მოსკოვის მახლობლად მდებარე კომპანიების საწყობების, სამშენებლო ობიექტებისა და ოფისების მასობრივი “რეიდების” შესახებ იმ უცხოელების მოსაძებნად, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა, მაგრამ არ დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე. დაკავებულები პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, შემდეგ კი იძულებით გაამწესეს სამხედრო სამსახურში.
რუსეთის ხელისუფლება სთან ომში მონაწილეობის მისაღებად, აქტიურად ცდილობს იმ მიგრანტების მოზიდვას, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. მათზე “რეიდები” დაფიქსირდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის პეტერბურგსა და მოსკოვში. მიგრანტებს მეჩეთებშიც კი აკავებენ და სამხედრო რეგისტრაციას უტარებენ, სთავაზობენ სამხედრო სამსახურის ხელშეკრულებების გაფორმებას, ხოლო უარის შემთხვევაში გასამართლებით ემუქრებიან.
თავის მხრივ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა შესთავაზა ხელისუფლება, რომ მოქალაქეობა ჩამოერთვას ყველას, ვისაც არ სურს მონაწილეობა მიიღოს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მსგავსი მოწოდებები არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანის გარდაცვალებისა და გელაშვილზე თავდასხმის საქმეებზე სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით იყო გამყარებული