ასი ათასობით დოლარი დახარჯეს ადამიანების დასარწმუნებლად, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ – მდინარაძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, :
ასი ათასობით დოლარი დახარჯეს იმაში, რათა დაარწმუნონ ადამიანები, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. წავიდნენ ეს ასი ათასობით დოლარი სხვა კარგ საქმეში დახარჯონ და მანიპულაციებს თავი დაანებონ ვიცით, რომ ორი ომის და პანდემიის ფონზეც მოვახერხეთ რაღაც ნიშნულზე გაჩერება, ის ნიშნულიც მაღალია გასაგებია, ყველა ჩვენგანის ჯიბეს ურტყამს, ეს მშვიდობის შენარჩუნებასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან, სამართლიან განაწილებასთან ერთად საზოგადოებაში არის ძალიან ნორმალური შედეგი. ეს ყველაფერი არის ძნელი მისაღწევი და საქართველო არასდროს დაიხევს უკან იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ეროვნული მიზანი აღასრულოს. ამაში შედის დეოკუპაცია, ევროპა და ევროპელობა, ევროპულ გზაზე სწორი სიარული და ამაში შედის ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობა. ამ ყველაფრის ერთად კეთება არის რთული, დიდ გამოწვევებს ვუძლებთ, მაგრამ ასე გავაგრძელებთ.

ასევე დაგაინტერესებთ