“ასე ვეღარ გაგრძელდება!” – “ტორპედოს” ფანების განცხადება

გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში “ტორპედო” ს “დინამოს” ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.
ქუთაისელთა გულშემატკივრებმა (“ჯუნგლებმა”) საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” განცხადება გაავრცელეს.
ასე ვეღარ გაგრძელდება!!!
როცა ვიცოდით რო გუნდს უჭირდა და არანაირი რესურსი არ ქონდა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა იმ შედეგით კმაყოფილები ვიყავით რაც იყო, მაგრამ ახლა როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით!!!
აქ საუბარი არ არის მარტო გუშინდელ მარცხზე..
უახლოეს მომავალში გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დავგეგმავთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოხვიდეთ.
დროს და
ადგილს გაგაგებინებთ”, – წერს “ჯუნგლები”
შეგახსენებთ, “ტორპედო” ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.