“არ ვფიქრობ, რომ დავმარცხდით” – რა თქვა ტუხელმა “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლაციომ” “ბაიერნს” უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ თომას ტუხელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.
“წაგების გამო ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. მართალია, წავაგეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ “ლაციომ” მოგვიგო. მეორე ტაიმში სახე დავკარგეთ.
ჩემი მომავალი? ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის.
მეორე თამი აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ”, – განაცხადა ტუხელმა.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 5 მარტს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ