„არ ვიცოდი, რომ რუსული ძვირადღირებული მანქანა არსებობდა“ — ვაშინგტონში პუტინის საჩუქარზე იხუმრეს

”გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვიცოდი, რომ არსებობდა ისეთი რამ, როგორიცაა რუსული ძვირადღირებული მანქანა“, — ირონიული კომენტარით გამოეხმაურა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ს პრეზიდენტ ს საჩუქარს ჩრდილოეთ კორეის ლიდერისადმი.
პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილით Aurus აჩუქა.
„იმედი მაქვს, კიმმა მიიღო გრძელვადიანი გარანტია. ძვირადღირებულ მანქანას რომ ვყიდულობდე, არ ვარ დარწმუნებული, რუსეთში თუ ავარჩევდი“, — თქვა მილერმა.
მილერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს აკრძალვას ჩრდილოეთ კორეაში ფუფუნების საქონლის გაგზავნაზე.
„თუ ეს სიმართლეა, როგორც ჩანს, რუსეთი კიდევ ერთხელ არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელსაც თავად დაუჭირა მხარი“, — თქვა მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ