“არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე ბრალდებით, ანალოგიური გარემოებებით, მტკიცებულებების გარეშე კიდევ 5 აქტივისტია განაჩენის მოლოდინში” – ნინო ლომჯარია

“საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის გათავისუფლებას ეხმიანება და წერს:
რა მიზეზები და მოტივაციაც არ უნდა იყოს ახობაძის გამამართლებელი განაჩენის უკან, ეს გადაწყვეტილება არის სწორი! აქვე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე ბრალდებით, ანალოგიური გარემოებებით, მტკიცებულებების გარეშე კიდევ 5 აქტივისტია განაჩენის მოლოდინში, მათგან ერთი ქალია,”
ცნობისთვის, სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს