არ გასცდეთ გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების ნორმებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, “არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს”. უწყების განცხადებით, “აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”.
“სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს” – აცხადებს .
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.