არჩილ თალაკვაძე – თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო – ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას

თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო – ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის დეპუტატის, ს მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ეპითეტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ შეეშლება რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს“, – დასძინა თალაკვაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი გამოდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ