არჩილ გამზარდია: არც მიაქციოთ ამ ყალბ პროპაგანდიატებს ყურადღება ახალგაზრდებო, ისევ ილიას ცხოვრება და ქცევა გაიხსენეთ და მისებური პასუხისმგებლიანი თავისუფლებით მოიქეცით

“როგორ შეიძლება რამის შეცვლაო, გამოვარდნენ ყალბი ადამიანები იმის ვითომ დასაცავად, ვინც თავის დროზე ენა გაამარტივა, 5 ასო-ბგერა ამოიღო და ვისაც მაშინდელი ასეთი ყალბი ადამიანები ებრძოდნენ, გადაგვაგვარაო ეძახდნენ.
ეს ყალბი ადამიანები პოზიორობენ ილიას ხატთან, როდესაც პრაქტიკულად პირველი სამოქალაქო ორგანიზაცია შექმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, პრაქტიკულად, არასამთავრობო ორგანიზაცია, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სივრცე, რასაც დღეს ხელისუფლების ყალბი პროპაგანდისტები ებრძვიან.
და ა.შ.
ეს ყალბი ხალხი, ხელისუფლების დამქაშები ილიას ყველა პრინციპს ომს უცხადებენ და აქ ვითომ ილიაობენ.
არ გაგივათ ეგ ყალბი პროპაგანდა.
არც მიაქციოთ ამ ყალბ პროპაგანდიატებს ყურადღება ახალგაზრდებო, ისევ ილიას ცხოვრება და ქცევა გაიხსენეთ და მისებური პასუხისმგებლიანი თავისუფლებით მოიქეცით.
გენაცვალეთ თქვენ.
მერე რა რომ ამ კორექტირებაზე განსხვავებული აზრი მაქვს თქვენგან, მთავარი სიტყვის თქმის უფლება მაინც თქვენს მხარესაა.
ერთი არ შეცბეთ ამ სახელისუფლებო პროპაგანდით, პირიქით, მეტად მოძლიერდით, წინ კიდევ მეტ შხამს გამოუშვებენ და იმასაც უნდა აჯობოთ,”-წერს სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ