“არჩევნებში მონაწილეობა იქნება პატიმრების და საქართველოს ღალატი” – პოლიტპატიმრების ოჯახები

აქ, რუსთაველზე ბრძოლა არის სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვბანი, რადგან რეჟიმის ტყვეების იმედი ვართ ჩვენ. ჩემს ძმას, ბიჭს, რომელიც ეძებს სინათლეს წყვდიადში, მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე, როცა ნამდვილი დამნაშავეები თავისუფლები არიან. წარმოდგენაც არ მინდა რა გზის გავლას გვაიძულებენ, სინდისის პატიმრების დასკვნით პროცესებზე, მაგრამ მინდა რეჟიმს ვუთხრა, არ მეშინია, ყველაფერს გავუძლებ ჩემი ძმისთვის, რეჟიმის ტყვეებისთის, ჩვენი სამშობლოსთვის. თავისუფლება და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სინდისის პატიმრების ოჯახები პირველივე დღიდან ვართ შეთანხმებულნი და მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს თვითმმართელობის არჩევნებზე – ბოიკოტი არჩევნებს! არჩევნებში მონაწილეობა იქნება პატიმრების და საქართველოს ღალატი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო