არჩევნების მოახლოების ფონზე, ჩინეთი ტაივანს დამატებითი სანქციებით ემუქრება

ჩინეთის ხელისუფლება 27 დეკემბერს გამოვიდა ტაივანისთვის დამატებითი სავაჭრო სანქციების დაწესების მუქარით, თუკი მმართველი პარტია “ჯიუტად” გააგრძელებს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.
ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო 13 იანვარსაა დანიშნული. ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ცდილობს, აიძულოს ტაივანი, მიიღოს ჩინეთის განაცხადები სუვერენიტეტის თაობაზე.
ტაივანმა მიმდინარე თვეში ჩინეთს ბრალი დასდო ეკონომიკურ ზეწოლაში და არჩევნებში ჩარევაში. ეს მოხდა მას მერე, რაც პეკინმა გამოაცხადა, რომ შეწყვეტს საგადასახადო შეღავათებს გარკვეული ქიმიკატების იმპორტზე ტაივანიდან და დასძინა, რომ ტაივანმა დაარღვია ორ მხარეს შორის 2010 წელს გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება.

ასევე დაგაინტერესებთ