“ამად ღირდა, მთავრობისგან და საპატრიარქოში შესახლებულ რუსეთუმე ეგზარქოსის და ემისრებისგან ჩემი და ილიას დასჯა. მიხარია, რომ ქართველი ერი და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, ნათლად ხედავს სად არის სიმართლე, ვისთან არის მართალი ღმერთი.
გუშინ იმედის ეთერში გასულმა სიუჟეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა და ეკლესიის მმართველი ძალა ერთად შეიკრნენ ჩემი და ჩვენი ერის წინააღმდეგ. მათიკაშვილი იცავს მოსაყდრეს, ჯაღმაიძეს და ეკლესიას არქიმანდრიტისგან. იმდენად დაბრმავებულები არიან, ვერ ხედავენ, რომ ამით უფრო ამტკიცებენ ჩემს სიმართლეს. მოსაყდრე იცავს მთავრობას და მთავრობა იცავს მოსაყდრეს და მის გუნდს და ორივენი ერთად ებრძვიან მართლმადიდებლობას, ქრისტეს და ქრისტეს ერს.
ჯერ ხომ ვოლსკიმ ლოცვა დამიწუნა, ახლა კი მათიკაშვილმა ეკლესიასთან მებრძოლად გამომაცხადა, მე არქიმანდრიტი. საიდან ამდენი ცოდნა, რა ისწავლეთ ასეთი ყვარყვარესი არ იყოს, იმ “წმიდა მიქაელის” სკოლაში?
ქრისტეს ებრძოდა ფარისევლები, ჰეროდეს სექტა ჰეროდიანელებთან ერთად. ახლა კი ქრისტეს ეკლესიას ანგრევენ საქართველოში რუსმადიდებელი იერარქები და ბიძინიადელები.
ერო!!! ვისაც ყური გაქვთ ისმინეთ და ვისაც თვალი გაქვთ დაინახეთ” – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი




