არგენტინის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა

არგენტინის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა, რომელსაც ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ბენ გურიონის აეროპორტში დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხავიერ მილეიმ გაიმეორა პირობა, რომელიც არგენტინის საელჩოს ისრაელში გადატანას გულისხმობს. ისრაელ კაცმა მადლობა გადაუხადა მილეის ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის მხარდაჭერისთვის და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის.

„თქვენ ხართ ღირებულებების მქონე ადამიანი, რომელიც ერთგულია მხოლოდ ჭეშმარიტებისადმი. გასაკვირი არ არის, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ისრაელში დაუყოვნებლივ ჩამოსვლა, რათა მხარი დაგვიჭიროთ სამართლიან ბრძოლაში, ებრაელი ხალხის დასაცავად ჰამასის მკვლელებისგან“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

მედიის ცნობით, არგენტინის პრეზიდენტთან ერთად ისრაელში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დიანა მონდინოც იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ