არგენტინაში გამოავლინეს პრორუსული ჯაშუშური ქსელი, ქართული გვარის მქონე ხელმძღვანელით – მედია

სხვადასხვა არგენტინული და რუსული მედიასაშუალების ინფორმაციით, არგენტინაში გამოავლინეს რუსეთის სასარგებლო დეზინფორმაციის კამპანიებში მონაწილეთა ქსელში ეჭვმიტანილები.
არგენტინის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა (SIDE) ხუთი რუსი ეჭვმიტანილად მიიჩნია ჯაშუშობაში, რომლებიც რუსეთის “გეოპოლიტიკურ ინტერესებთან” არის კავშირში — ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანმა მანუელ ადორნიმ განაცხადა.
„დაზვერვის სამსახურმა გამოავლინა რუსი რეზიდენტების ჯგუფი არგენტინაში, რომლებიც, სავარაუდოდ, ეწეოდნენ საეჭვო საქმიანობას რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ და მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ არგენტინის მოქალაქეებთან,“ — თქვა ადორნიმ.
მისი თქმით, რუსების ამოცანებში შედიოდა კონტენტის შექმნა და გავრცელება სოციალურ ქსელებში, ზემოქმედება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფოკუს-ჯგუფების ჩატარება და პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება, რომელიც „შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ინტერესებისთვის.“
მედუზას ცნობითვე, ადორნიმ დაასახელა ორი მათგანის სახელი — ლევ ანდრიაშვილი, რომელიც, როგორც მან თქვა, ხელმძღვანელობდა ქსელს და აგრეთვე იყო პასუხისმგებელი „დაფინანსებაზე და კავშირების დამყარებაზე ადგილობრივ აგენტებთან,“ და მისი მეუღლე ირინა იაკოვენკო.
პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, რუსები იყვნენ დაკავშირებული სტრუქტურასთან [კომპანიასთან], რომელიც მიეკუთვნებოდა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის პროექტებს — პრიგოჟინი 2023 წლის ზაფხულში მოკლეს.
ადორნის თქმით, იმ სტრუქტურის მიზანი, იყო რუსეთის ინტერესების ერთგული პირების ჯგუფის ჩამოყალიბება, რათა ეწარმოებინათ დეზინფორმაციის და ზეგავლენის კამპანიები არგენტინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. პრესმდივანმა არ დააზუსტა, რა სტატუსში იმყოფებიან ეს პირები — დაკავებული არიან თუ ისევ არგენტინაში რჩებიან.
ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ანდრიაშვილი და იაკოვენკო არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე და აღნიშნა, რომ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნა ნოტა მათ იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით განმარტების მოთხოვნით.
„სამწუხაროდ, ეს ჯაშუშომანიის პირველი ტალღაა არაა, რაც ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეთა მცდელობას უკავშირდება, შუღლი დათესონ რუსეთ-არგენტინის ურთიერთობებში,“ — განაცხადეს საელჩოში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?