„არა რუსულ კანონს!“ – პარლამენტთან დღეს 2 აქციაა დაანონსებული

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, პარლამენტთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება.
აქცია – „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, როგორც ცნობილია, დღეს, 10:00 საათზე უნდა დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ