“არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 18 აპრილს საპროტესტო აქცია არ იყო დაგეგმილი. მანამდე, ისინი მსვლელობით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და “ქართული ოცნების” ოფისთან, ბოლოს კი ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ სტუდენტებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ არის “აგენტების კანონი” რუსული.
დემონსტრანტებმა შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს. აქციის ბირთვს სტუდენტები წარმოადგენენ, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, როგორც თსუ-ს ლექტორმა უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.
აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა – „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ – “ხალხის ძალიდან“ და ერთმა – “ევროპელი სოციალისტებიდან“.
პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე -მ ორი ადამიანი დააკავა.
ეს რიგით მესამე აქცია იყო „აგენტების კანონის“ წინაააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა აგენტების კანონს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.