არაფორმალური მმართველი, მემკვიდრეები, ქვეყნის ბუნდოვანი მომავალი – კვლევის სკანდალური შედეგი

საქართველოში დემოკრატიული პროცესები კრიტიკულ ნიშნულზეა – ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 10-დან მხოლოდ 5,79 ქულა მიიღო. კვლევა, რომელშიც ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ასევე საჯარო მმართველობის ინდექსია შეფასებული საქართველო 54-ე ადგილს იკავებს. ქვეყნას ასეთი ცუდი შედეგი 2006 წელსაც კი არ ჰქონია.
უახლესი კვლევა მოიცავს 40 მეტ გვერდს მასში რამდენჯერმეა ნახსენები , როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც თუ კულისებიდან ქვეყნის მართვას განაგრძობს, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრინების პერსპექტივა ბუნდოვანი დარჩება.
დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა – წერენ კვლევის ავტორები. სასამართლო, კორუფცია და კანონის უზენაესობა – ეს ის მიმართულებებია, რომელშიც მიუკერძოებელი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ქვეყანას პრობლემები აქვთ.
პოლიტიკური პოლარიზაციის გაგრძელების ნაცვლად, საქართველოს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩამოაყალიბოს უფრო ინკლუზიური და სამოქალაქო საფუძველი მისი სახელმწიფოებრიობისთვის, განსაკუთრებით მისი რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ქვეყნის საერთაშორისო პოზიცია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ერთგულებასთან ევროპული ღირებულებებისადმი, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ღირებულებები, რომლებიც ახლა საფრთხის ქვეშაა. მოსამართლეების ერთპიროვნულად დანიშვნით, “ქართული ოცნება” ძირს უთხრიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამძიმებდა ისედაც მძიმე პოლიტიკურ ლანდშაფტს. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს არაფორმალურ კონტროლს მთავრობაზე საჯარო ანგარიშვალდებულების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, მის ყველა მემკვიდრეზე შეინარჩუნა დამოკიდებულება. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები ბუნდოვანია, სანამ ივანიშვილი კულისებიდან გავლენას ინარჩუნებს”, – წერია დოკუმენტში.
ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი საქართველოს 2004 წლიდან აკვირდება და სწავლობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …