„არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები რომ გამჭვირვალეა, ისეთი გამჭვირვალე რომ იყოს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა, უკეთესი ქვეყანა ვიქნებოდით“ – გიორგი კეპულაძე

„არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები რომ გამჭვირვალეა, ისეთი გამჭვირვალე რომ იყოს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა, უკეთესი ქვეყანა ვიქნებოდით“ – გიორგი კეპულაძე
„შავი ფულის გასაკონტროლებლად ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს ქვეყანაში. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ცალკე სამსახური აქვს ეროვნულ ბანკს, გვყავს ფინანსური პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, საპატრულო პოლიცია და სისტემა ყველანაირად გვაქვს აწყობილი იმისთვის, რომ შავი ფულის მიმოქცევა არ ხდებოდეს ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა როდესაც „ქართული ოცნება“ აბრალებს ამას ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც წლებია მილიარდობით დოლარით და ევროთი ეხმარებიან ქართულ საზოგადოებას პირველ რიგში და ეს ხდება როგორც მთავრობის გავლით, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“-ს დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „კომერსანტთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე „ქართული ოცნების“ არგუმენტაციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები ძალიან გამჭვირვალეა და ეს კანონი ხელისუფლებას მხოლოდ მათი საქმიანობის შესაზღუდად სჭირდება.
„უბრალოდ მათთვის პოლიტიკურად არ არის მოსაწონი ის, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. ამიტომ მოიგონეს ვითომ, რაღაც გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა კი არა, ეს არის რუსული სულისკვეთების კანონი. ბევრი მუხლი ისე არის გადმოტანილი რომ, ფაქტობრივად, ნუმერაციაც კი არ არის შეცვლილი. მას რომ ევროკავშირთან და ამერიკასთან საერთო არაფერი აქვს, ამაზე ცალკე ამ ორგანიზაციების და ამ ქვეყნების ხელმძღვანელები აცხადებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები რომ გამჭვირვალეა, ისეთი გამჭვირვალე რომ იყოს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა, უკეთესი ქვეყანა ვიქნებოდით. არ უჩნდებათ კითხვები საკუთარი გუნდის წევრების კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, არც -ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამჭვირვალობა მოინდომეს იმ სექტორში, რომელიც ყველაზე გამჭვირვალე“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა.
მისი მოლოდინით, „ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღებას ვერ შეძლებს, რადგან საზოგადოება როგორც გასულ წელს, ახლაც თავის პროტესტს აქტიურად დააფიქსირებს.
„დღეს დაჟინებულად გვიმტკიცებს, რომ ამ კანონში რუსული არაფერია და ძალიან კარგი კანონია. თუმცა, ისიც წამოსცდათ, რომ სხვა ქვეყნებს რატომ უნდა მოვუსმინოთ, ჩვენ ჩვენით გადავწყვეტთო.
თუ ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი არანაირ შავ ფულს არ ეხება და ძალიან დიდი ანალოგიაა ავტორიტარულ, ტოტალიტარულ ქვეყნებში მიღებულ კანონებთან, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მათ უფრო უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც ერთ წელიწადში მოახერხეს რომ მოვეტყუებინეთ. ბევრი სხვა ასეთი ტყუილი და გადაგდება გვახსოვს „ქართული ოცნებისგან“.
ვფიქრობ, ქართველი ხალხი ახლაც არ მოითმენს ამას, როგორც გასულ წელს და საბოლოოდ საზოგადოების გამარჯვებით დასრულდება ეს ბრძოლა და ამ ქვეყნისგან ნამდვილად აღარ გამოვა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ