არავის წინაშე არ ვარ ვალში, სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი – გვარამია

არავის წინაშე არ ვარ ვალში, სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი – გვარამია
“მე არავის წინაშე ვალში არ ვარ, არავისთვის მიღალატია. ზოგადად, მოღალატე არ ვარ, თუ მიშაზეა ლაპარაკი, ის ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება, არასდროს არ გადავკვეთ არანაირ ხაზს, რომელიც მას პიროვნულად მიაყენებს ზიანს.
იქიდან რას მივიღებ, ამაზეც კი არ არის დამოკიდებული, პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ, რაც არ უნდა მოხდეს. (კითხვა: რაც არ უნდა კლონი გეძახოთ?) არ ვიცი, მე მეძახა თუ არა (კლონი).. ის დღეს არის პატიმარი, მაგრამ მე მიშა სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს ან მომიწონებს, ან ბედნიერი იქნება ჩემით, როცა პოლიტიკური კონკურენტი შეიქმნა მისი პარტიის, სააკაშვილის გამტყუნებაც არ შეიძლება, როცა ის რაღაც განცხადებებს აკეთებს თუნდაც ჩვენთან დაკავშირებით თუ გააკეთებს თავისი პარტიის სასარგებლოდ, ასეთია ცხოვრება,“ – განაცხადა მ 14 მარტს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას.
Previous: ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ

ასევე დაგაინტერესებთ

“ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?” – ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება

ბევრისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალეობა რუსული და კამპანიური ცილისწამება ევროპული?!- ვფიქრობ, გამჭვირვალობის საწინააღმდეგო ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნე არცერთ ადამიანს არაფერი ექნება