ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს შეხვდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა -ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა.
დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და ში მიმდინარე ომი განიხილეს.
„მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას.