ანრი ოხანაშვილი – პრეზიდენტად წოდებულმა თანამდებობის პირმაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და დაუშვებელია – კანონის დამრღვევის დახსნა ძალიან მძიმე ქმედებაა

პრეზიდენტად წოდებულმა თანამდებობის პირმაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და ეს არის დაუშვებელი – კანონის დამრღვევის დახსნა არის ძალიან მძიმე ქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ს საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება სურს, ის ამ კამპანიის არდში იქნება და გრიგორიადისს შეიწყალებს.
„მე არ მაქვს საფუძველი, სამართლებრივად, რომ ეჭვი შევიტანო ამ მტკიცებულებებით სტანდარტში. მე ვენდობი პროკურატურის მიერ მტკიცებულებების წარდგენას და ვენდობი სასამართლოს მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, ამას როგორც იყენებენ – როგორ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა წახალისდეს ხალხო. ეს რა გზავნილია ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვაყრით და პირდაპირ ვეუბნებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შეგიძლიათ ესროლოთ პოლიციელს, მეხანძრეს, ნებისმიერ პირს, რომელიც წესრიგს იცავს. თუ ამის წახალისება სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ კამპანიის ავანგარდში და ის გადადგამს ამ ნაბიჯს. ამას ექნება ასევე შესაბამისი მკვეთრი რეაქცია და უნდა იცოდეს მანაც და სხვებმაც, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და ეს არის დაუშვებელი. ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის სრული დაცვით. კანონის დამრღვევის დახსნა არის ძალიან მძიმე ქმედება, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი არის პასუხისმგებელი. ეს შეიძლება იყოს აღნიშნული თანამდებობის პირი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ