ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს – ბინა კიდევ გაქვთ გაქირავებული რუსებზე? ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის?

ბატონო გიორგი, სახელმწიფოსთვის რამდენი გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის, ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ? ბინა გაქირავებული გაქვთ კიდევ რუსებზე? – ნუ იწყევლები, კაცი ხარ და მომისმინე, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, ს, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მიერ ს ქველმოქმედებაზე საუბარი გააპროტესტა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.
„რა მორალური უფლებით საუბრობთ ან სამადაშვილი, ან ნაცვლიშვილი, ან ორდენოსანი ვაშაძე. რა მორალური უფლებით საუბრობთ? სიმწრის სიცილი რომ გაქვთ, სარკეში ჩაიხედეთ. არ გრცხვენიათ? რა მორალური უფლებით საუბრობთ ცალ ფეხზე რომ დგახართ და განცხადებებს იშველიებთ?“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს თავის დროზე პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა და მათ „კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ამ პოლიტიკურ განაჩენის დაგემოვნება“.
„ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს თქვენმა რეჟიმმა წაართვა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო თქვენმა ბელადმა, „ვივამედის“ კლინიკის პაციენტმა დათმო მოქალაქეობა და ბიძინა ივანიშვილს ეს რადიკალები ვერ პატიობენ, რომ ქართველ ხალხთან ერთად გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. უნდა დაელოდოთ, კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ამ პოლიტიკურ განაჩენის დაგემოვნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში