ანრი ოხანაშვილი – ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით სააკაშვილის კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება

ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისიე თქმით, ს ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს.
„ავტობუსით სიარული იმ ჩადენილ დანაშაულებს ვერ გააქარწყლებს, რაზეც პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი. ამ პირის მიერ იმ ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს, რითაც მან სტრასბურგის სასამართლო გააოცა. შესაბამისად, ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება. რა თქმა უნდა, ეს სთვის ნიადაგის შემზადებაა, რომ მას სივრცე ჰქონდეს, ხელი გაიშვიროს სხვისკენ იმ ქმედებისთვის, რაც შეიძლება, თავად განახორციელოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ