ანდრო ჭიჭინაძე: რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა

რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება, – ამის შესახებ დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

“გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ მტკიცებულებით, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ.

რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას