ანდრო გოცირიძე – საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, რაც მეტი დრო გადის, თვალს ვადევნებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირების, როგორც მინიმუმ, საკამათო განცხადებებს საკმაოდ ბევრ, თან ისეთ მგრძნობიარე თემებზე, რომელზეც აქამდე საზოგადოების უდიდესი ნაწილი თითქოს შეჯერებულ-შეთანხმებული.
ვგულისხმობ, 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს იმაზე, რომ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციაში მხოლოდ რუსების გარდა, უკრაინელი და ბალტიისპირელი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ.
ვგულისხმობ ასევე განცხადებას იმაზე, რომ 2012 დასავლეთმა აუკრძალა „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიებების ჩატარება, ასევე მტკიცებას, რომ 20 ივნისის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა -ს მინისტრობიდან გახარიას გადაყენება, მაგრამ, „ზარმა დასავლეთიდან“, ანუ დიფ სთეითმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ახლა „ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ ე.წ. „დათვის ტყვიების“ გამოყენება „გახარიას ქვეყნის გარედან დაავალეს „ქართული ოცნების“ იმიჯის დასაზიანებლად“.
ასევე განცხადებებს იმაზე, რომ ევროპულ სტრუქტურებში მიღებულ რეზოლუციებს „ჩალის ფასი აქვს“, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმების გამარტივება, ბევრს არც არაფერს ნიშნავს. აღარაფერს ვამბობ „გრანტების შესახებ“ კანონზე.
ბოლო დროს ვისმენთ ისეთ განცხადებებს რომელთა მსგავს განცხადებებს სსრკ-ს „პერესტროიკის“ დროინდელი საქართველოს კომუნისტური ხელისუფლებისგანაც არ გვსმენია.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ უმაღლესი დონის ხელმძღვანელების რიტორიკას და უამრავ მგრძნობიარე თემაზე „რუსულ სტილსა და პათოსში“ გაკეთებულ განცხადებებს?
– შიდაპოლიტიკურ ჭრილში, ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის სურვილის მქონე პარტიისთვის ეს განცხადებები დასავლეთის დემონიზებას ემსახურება. უნდა მოხდეს მომხრეების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთის კრიტიკა სინამდვილეში დემოკრატიის უკუსვლით, რეფორმების ჩაგდებით, ადამიანის უფლებათა დარღვევებით კი არ არის განპირობებული, არამედ მხოლოდ იმით, რომ დასავლეთი „ცუდია“.
ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის სურვილის მქონე პარტიისთვის ეს განცხადებები დასავლეთის დემონიზებას ემსახურება. უნდა მოხდეს მომხრეების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთის კრიტიკა სინამდვილეში დემოკრატიის უკუსვლით, რეფორმების ჩაგდებით, ადამიანის უფლებათა დარღვევებით კი არ არის განპირობებული, არამედ მხოლოდ იმით, რომ დასავლეთი „ცუდია“
„მტკიცებულებაც“ სახეზეა: 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტაში მხოლოდ რუსები კი არ მონაწილეობდნენ, არამედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომლებიც მმართველი პარტიის მტკიცებით, ახლა „ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არიან“. კიდევ უფრო ხშირია განცხადებებში იგივეობის დასმა დასავლეთსა და რუსეთს, ევროკავშირსა და სსრკ-ს შორის. ამგვარი მანიპულაციით მმართველი პარტია ახალ პარადიგმას ქმნის: არ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია ისევე, როგორც არ გვინდოდა სსრკ.
მმართველ პარტიას პარადიგმა – არ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია ისევე, როგორც არ გვინდოდა სსრკ – შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, მაგრამ საგარეო მიმართულებაზე ხელისუფლების მოქმედება მხოლოდ რუსულ მიზანს ემსახურება – ხანგრძლივი ვადით დაზიანდეს საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან ისე, რომ სამხედრო მუქარის გაჟღერების ფონზე საქართველომ ვერ შეძლოს საჭირო დიპლომატიური, სამხედრო თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მობილიზება და დაემორჩილოს ს მოთხოვნას სუვერენიტეტის ნაწილობრივ ან სრულად დათმობის შესახებ.
საგარეო მიმართულებაზე ხელისუფლების მოქმედება მხოლოდ რუსულ მიზანს ემსახურება – ხანგრძლივი ვადით დაზიანდეს საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან ისე, რომ სამხედრო მუქარის გაჟღერების ფონზე საქართველომ ვერ შეძლოს საჭირო დიპლომატიური, სამხედრო თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მობილიზება და დაემორჩილოს რუსეთის მოთხოვნას სუვერენიტეტის ნაწილობრივ ან სრულად დათმობის შესახებ
ტექნიკურად, ეს შესაძლებელია იყოს რომელიმე ბლოკში გაერთიანება ან არ გაერთიანება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვითგამოცხადებული სახელმწიფოს მაგვარი წარმონაქმნების აღიარება ან მათთან ურთიერთობის გაღრმავება და სხვა.
– ვხედავთ, რომ ხელისუფლების პროპაგანდის მთავარი თემაა დიფ სთეითთან ბრძოლა. ხელისუფლებას დაქვემდებარებული მედიებიდან დღე არ გავა, რომ დიფ სთეითზე მსჯელობა და განხილვა არ მიმდინარეობდეს.
ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ვინც სახელისუფლებო პროპაგანდას თვალს ადევნებს, დარწმუნებულია რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც უნდოდა -რუსეთის ომის პარალელურად საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაეხსნა.
არადა, ჩვენმა პარტნიორებმა, ვინც აქამდე გვეხმარებოდა ქვეყნის სამხედრო ძალების გაძლიერებასა და მშენებლობაში, კარგად იციან, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნის არანაირი რესურსი არ გააჩნდა. თუნდაც ამის გამოა გაუგებარი მტკიცება – ვინ გვაძალებდა და როდის საქართველოს გაეხსნა რუსეთისთვის. ახლა როცა -ში და ევროპის ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებები შეცვლილია, ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა უჭირდეს იმის თქმა, ვინ გვაძალებდა მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ, ამის მსგავსი არაფერი ხდება.
ახლა ევროსტრუქტურებთან ურთიერთობები იმდენად გაუარესებულია, რომ მეტი არ შეიძლება. დიფ სთეითთან ბრძოლის კონტექსტში საინტერესო იყო საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება – „39 წელია გერმანიის ხელისუფლებაში ვარ და დფ სთეითი არ შემხვედრიაო.
თქვენ როგორ აღიქვამთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მტკიცებას, რომ იგი დიფ სთეითს ებრძვის? ამგვარი განცხადებების მიზანი რა შეიძლება იყოს?
– სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში ამომრჩევლებთან კომუნიკაცია ამგვარი შეთქმულების თეორიების ფარგლებში მიმდინარეობს. თუმცა, ეს სრულად ესადაგება მმართველი პარტიის პოლიტიკას – საინფორმაციო ველის მანიპულაციურად შეცვლის ხარჯზე გაუქმდეს თავისუფალი და სამართლიანი .
კი მაგრამ, თუ ქვეყანას 2012-2021 წლებში „დიფ სთეითი“ მართავდა, „უცხო ძალის“ აგენტი მმართველი პარტია ყოფილა. მეორე მხრივ, „ოცნება“ ამტკიცებს, ეს ყველაზე წარმატებული წლები იყოო. ესე იგი „დიფ სთეითი“ ყოფილა ამ წარმატებების განმაპირობებელი ფაქტორი? ცხადია, ამ ნარატივს რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
რეალობა სულ სხვაა: მმართველ პარტიას არ აწყობს დემოკრატიული წყობის განმტკიცება და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რადგან ეს თავის თავშივე მოიცავს ხელისუფლების დათმობას.
ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნისთვის კარგი მოდელია აღმოსავლური ტიპის რეჟიმები, სადაც მემკვიდრეობით ძალაუფლების გადაცემაც კი არის შესაძლებელი. ამასთან, და ეს გაჟღერდა კიდევაც მმართველი პარტიის პოზიციებიდან, ხელისუფლებაში მყოფი ძალა თავად „უზრუნველყოფს“ ქვეყანას ოპოზიციით, არასამთავრობო სექტორით, მედიით……
მმართველ პარტიას არ აწყობს დემოკრატიული წყობის განმტკიცება და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რადგან ეს თავის თავშივე მოიცავს ხელისუფლების დათმობას
თავის მხრივ, საქართველოში შემდგარი დემოკრატია არ აწყობს არც აზერბაიჯანის და არც თურქეთის მმართველ ძალას, რომელთათვისაც ეს პრეცედენტი ხელისუფლების დაკარგვის რისკებს ქმნის, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე, რომლისთვისაც დემოკრატია პირდაპირ ეგზისტენციალური საფრთხეა.
სამწუხაროდ, ამ კონტექსტში მმართველი პარტიის ინტერესი ემთხვევა აღნიშნული გარე აქტორების ინტერესს და საქართველო, შიდა თუ გარე ძალების ზემოქმედებით თანდათან სცილდება დემოკრატიულ ორბიტას, რაც მისი არსებობისთვის რეალური საფრთხეა, რადგან საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნება მხოლოდ განვითარებული დემოკრატიის პირობებში, დასავლეთთან ინტეგრაციის მაღალი ხარისხითაა შესაძლებელი.
საქართველო, შიდა თუ გარე ძალების ზემოქმედებით და ეს ძალები დასავლური დემოკრატიები კი არ არის, არამედ ჩვენში თუ საზღვარგარეთ არსებული ავტოკრატიული რეჟიმებია, თანდათან სცილდება დემოკრატიულ ორბიტას, რაც მისი არსებობისთვის რეალური საფრთხეა, რადგან საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნება მხოლოდ განვითარებული დემოკრატიის პირობებში, დასავლეთთან ინტეგრაციის მაღალი ხარისხითაა შესაძლებელი
– რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გალუზინმა საქართველოზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მასზე არსობრივად ბევრს არც უმსჯელია, აბა სად გვცალოდა…
არადა, ბატონმა გალუზინმა გვითხრა – „მზად ვართ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღვადგინოთ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე იქნება მზად, ჩვენთვის შეზღუდვა არ არსებობს“.
თუმცა, მანვე დასძინა – „რუსეთის გადაწყვეტილება სა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება“.
რადგან საქართველოში ამაზე ბევრი არ უმსჯელია, მ ამ თემაზე პრაქტიკულად იგივე გაიმეორა და, როგორც ჩანს, თავიც შეგვახსენა.
თქვენ როგორ აღიქვით რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის ეს განცხადება? ასევე საქართველოს მხრიდან ამ თემაზე არა ჩვენი საგარეოს განცხადება, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხოლოდ ზეპირი განცხადებები?
– შიდა თუ საგარეო მიმართულებაზე საქართველოში არსებული ვითარება, დიდწილად კრემლის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგია. შესაბამისად, კრემლში იციან, რომ ახლოვდება საქართველოსთან ურთიერთობების გარკვევის დრო.
სწორედ ამიტომ, ისინი წინასწარ განსაზღვრავენ სამოქმედო სივრცეს: საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე. ეს არის ის ფორმულა, რასაც საქართველოს ოფიციალურად შესთავაზებს რუსეთი, როგორც კი უკრაინაში ხელ-ფეხი გაეხსნება.
სხვათა შორის, ზუსტად იგივე საკითხით ვაჭრობს რუსეთი უკრაინასთან ზავის თაობაზე დასავლეთთან: „ხუთი ტერიტორია“ და დენაციფიკაცია-დემილიტარიზაცია.
საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე. ეს არის ის ფორმულა, რასაც საქართველოს ოფიციალურად შესთავაზებს რუსეთი
ამაზე მეტ „დათმობაზე“ რუსეთი არ წავა: კრემლი საქართველოს მე-19 საუკუნის მოცემულობით განიხილავს, როდესაც მან ჯერ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები მიიერთა, შემდგომ კი სოხუმის ოლქი. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს და აჭარას, ეს რეგიონები რუსეთმა ოსმალეთის იმპერიას ბრძოლით წაართვა, ამიტომ, თუ პროცესები რუსული სცენარით განვითარდა, სწორედ ეს შეიძლება გახდეს პირველ ეტაპზე თურქეთთან გარიგების საფუძველი.
ამ სავალალო მდგომარეობიდან თავის დაღწევა საქართველოს მხოლოდ დემოკრატიის კონსოლიდაციით, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციით და რეგიონის ძლიერ მოთამაშეებთან, მაგალითად თურქეთთან საერთო პლატფორმებში ურთიერთობით შეუძლია, მაგრამ ამ დროს ჩვენ დასავლეთთან კონფრონტაციულ რეჟიმს ვაღრმავებთ და ვცდილობთ, „არავინ ჩაერიოს ჩვენ საქმეში“.
თუ დასავლეთი სამხრეთ კავკასიიდან გავიდა, რასაც სხვა აქტორებთან ერთად ახლა საქართველოს ხელისუფლებაც უწყობს ხელს, საქართველოს ზუსტად იგივე ბედი ელის, რაც მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე: რუსეთის დასუსტების შემთხვევაში პროთურქული სახელმწიფოების სალტე ყველა მხრიდან, რუსეთის გაძლიერების შემთხვევაში კი – მის შემადგენლობაში შესვლა.
თუ დასავლეთი სამხრეთ კავკასიიდან გავიდა, რასაც სხვა აქტორებთან ერთად ახლა საქართველოს ხელისუფლებაც უწყობს ხელს, საქართველოს ზუსტად იგივე ბედი ელის, რაც მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე
– „ქართული ოცნებისგან“ ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ ხელისუფლება „ქვეყნის ხელისუფლებას სუვერენიტეტს“ იცავს. არადა, ცოტა ხნის წინ, ვნახეთ „სუვერენიტეტის დაცვის“ გამო, მხედველობაში მაქვს სოფ. ჩორჩანაში საგუშაგოების შექმნა როგორ უსაყვედურეს ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას.
მაგრამ, ამის ფონზე ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლებას აფხაზეთში, ბაბუშარის აეროპორტში მოსკოვი-სოხუმის მიმართულების საპილოტო ფრენის განხორციელებაზე არაფერი უთქვამს. 1 მაისიდან ამ მიმართულებაზე რეგულარული ფრენები დაიწყება და ბილეთების გაყიდვაცაა დაწყებული.
რას შეიძლება ნიშნავდეს მოსკოვსა და სოხუმს შორის ფრენების დაწყებაზე ხელისუფლების დუმილი?
– წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლება იმდენად გულუბრყვილო იყოს, სჯეროდეს, თითქოს რუსეთი ამ დუმილისთვის საქართველოს დააჯილდოებს.
რაც შეეხება ხელისუფლების დაჯილდოებას, კრემლმა, შესაძლოა, მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადებები და მოქმედებები არ დაიშუროს, მაგრამ არასდროს შეიკავებს თავს რუსეთის ინტერესების განხორციელებისგან. რუსეთის ინტერესი არ არის წარმატებული და განვითარებული საქართველო. მას აქ აღმოსავლური ტიპის ავტოკრატია აძლევს ხელს, რადგან ასეთი მოდელი რუსულ სამყაროსთან ყველაზე ახლოსაა და მანიპულირებაც მარტივია.
რუსეთის ინტერესი არ არის წარმატებული და განვითარებული საქართველო. მას აქ აღმოსავლური ტიპის ავტოკრატია აძლევს ხელს, რადგან ასეთი მოდელი რუსულ სამყაროსთან ყველაზე ახლოსაა და მანიპულირებაც მარტივია
სამწუხარო, ამ ყველაფერში ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილის ფონზე დასავლეთიც ნელ-ნელა კარგავს ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ დასავლეთს რეგიონის მიმართ არ აქვს ინტერესი, უბრალოდ, საქართველო ამ ინტერესის რეალიზაციაში ლიდერის ფუნქციას კარგავს, ამ ფუნქციას კი სხვა სახელმწიფოები იძენენ, რაც უსაფრთხოების რისკებს ზრდის და საკუთარი ინტერესის რეალიზაციის ალბათობას ამცირებს.
დააკვირდით რეგიონული ლიდერების შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებს, გაჟღერებულ გზავნილებს და ადვილად დაინახავთ, როგორ დათმო საქართველომ პირველი ვიოლინოს ფუნქცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
დააკვირდით რეგიონული ლიდერების შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებს, გაჟღერებულ გზავნილებს და ადვილად დაინახავთ, როგორ დათმო საქართველომ პირველი ვიოლინოს ფუნქცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში
– ვხედავთ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება. წინა „ნაციონალების“ ხელისუფლების ადვოკატად ვერანაირად ვერ გამოვდგები, მხოლოდ ერთს დავძენ – მე და ბევრ ჩემს კოლეგას როგორც სააკაშვილის ხელისუფლება „გვისმენდა“ მათი მმართველობის დროს, ახლა დღევანდელი ხელისუფლებაც „გვისმენს.“
თითქოს გასაგებია იყო თუ რა იყოს საგამოძიებო კომისიის მიზანი, ვგულისხმობ ხელისუფლების განცხადებას „ნაციონალების აკრძალვის შესახებ. მაგრამ, შემდეგ თქვეს – ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას ვაცლით და შემდეგ წლის ბოლომდე ავკრძალავთო.
რატომ გადაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალების“ არჩევნებამდე სასამართლოს გზით გაუქმება?
„ნაციონალების“ „საარჩევნო ბუად“ გამოყენება კიდევ ერთხელ უნდათ თუ რაშია საქმე?
– მიუხედავად მაჟორულ ნოტაზე გაკეთებული განცხადებებისა, ყველა მოქმედებიდან ჩანს, რომ მმართველ პარტიას ლეგიტიმაციის პრობლემა აწუხებს. შესაძლოა, ამიტომაც მან ამ გადადებით დატოვა სავაჭრო ველი ოპოზიციურ პარტიებთან, რომ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.
რაც შეეხება კომისიას. საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინმსწრები განცხადებებიდან გამომდინარე, ის ცნობილია: „ომი, დასავლეთის წაქეზებით საქართველოს ნაცისტურმა ხელისუფლებამ დაიწყო, რომელმაც მანამდეც და მერეც ჩაიდინა ფაშისტური დანაშაულები“. თუ ეს ასე მოხდა და დიდი ალბათობით, ასეც იქნება, რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწევს კიდევ ერთ წარმატებას: „დადასტურდება“, რომ საქართველოსა და შესაბამისად, უკრაინაში შეჭრა „მშვიდობისათვის იძულებას“ და „დენაციფიკაციას“ ემსახურებოდა, რადგან ორივე შემთხვევაში დასავლეთი პროქსი ომს აწარმოებდა „ფაშისტური“ აგენტურის, ადგილობრივი მთავრობების ხელით.
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინმსწრები განცხადებებიდან გამომდინარე, ის ცნობილია: „ომი, დასავლეთის წაქეზებით საქართველოს ნაცისტურმა ხელისუფლებამ დაიწყო, რომელმაც მანამდეც და მერეც ჩაიდინა ფაშისტური დანაშაულები“. თუ ეს ასე მოხდა და დიდი ალბათობით, ასეც იქნება, რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწევს კიდევ ერთ წარმატებას
სწორედ ამას ემსახურებოდა რუსეთის მიერ ჯერ კიდევ აგვისტოს ომის წინ განხორციელებული კიბერშეტევებით საქართველოს ხელისუფლების ფაშისტურ რეჟიმთან გაიგივება. ახლა, სამწუხაროდ, კრემლის მიერ მსოფლიოსთვის შეჩეჩებულ ამ თეორემას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია.
– არა მარტო ოპოზიციაში, ქართველ ინტელექტუალურ წრეებში გავრცელებული მოსაზრებაა მტკიცება, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი მკვიდრდება.
ოპოზიციური წრეებში ვხედავთ რაც ხდება. მხედველობაში მაქვს ბევრ საშინაო საკითხებზე შეუთანხმებლობა. საზოგადოების აქტიურობა მთლად მინავლებული არაა, მაგრამ, ფაქტია, რომ ქუჩაში საპროტესტო აქციებს ხელისუფლება „გაუმკლავდა“, მაგრამ, ბევრის მტკიცებით, ოპოზიციის დაქსაქსულობაში „ხელისუფლების ხელი“ ურევია.
ისეთი პირი უჩანს, რომ „ქართული ოცნებას“ მხარდამჭერები კი აკლდება, მაგრამ, ისინი ავტომატურად ოპოზიციის მხარდამჭერები არ ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პროპაგანდა „გამართულად მუშაობს“, ძნელია იმის თქმა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსწონს ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მხედველობაში მაქვს მის მიერ წარმოებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
იმ ვითარებაში, რა პარამეტრებითაც ხასიათდება საშინაო პოლიტიკა, მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები როგორი შეიძლება იყოს?
– სამწუხაროდ, ოპტიმისტური სცენარების განვითარების ალბათობა ნაკლებადაა. საქართველო სულ უფრო სცილდება დასავლეთს და შესაბამისად, კარგავს იმ ადგილს და როლს, რომელიც მას რეგიონში ჰქონდა.
გარდა იმისა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი სამხედრო ძალაა, დემოკრატიის უკუსვლის და კონტაქტების შემცირების ფონზე კატასტროფულად იკლებს დიპლომატიური წონაც. არ არსებობს არანაირი პოზიტიური დიალოგი პარტნიორებთან. ამ ვითარებაში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რა რჩება არაღიარების პოლიტიკისა და დეოკუპაციის მცდელობებისგან, ადვილი წარმოსადგენია. „რბილი ძალის“ პოლიტიკა მძლავრი სამხედრო მანქანის გარეშე უბრალოდ არაფრის მომცემია.
საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი სამხედრო ძალაა, დემოკრატიის უკუსვლის და კონტაქტების შემცირების ფონზე კატასტროფულად იკლებს დიპლომატიური წონაც. არ არსებობს არანაირი პოზიტიური დიალოგი პარტნიორებთან
თანაც, რომელ „რბილ ძალაზეა“ საუბარი, კრემლის მარიონეტულმა რეჟიმებმა ცინიკურად ბოდიშის მოხდა მოითხოვეს საქართველოსგან და იქვე განსაზღვრეს, ჩვენი „სუვერენიტეტის“ საკითხი არ გადაისინჯებაო.
ამასთან, აფხაზეთის პოლიტიკური აქტორებისთვის საქართველო შესაძლოა მხოლოდ მაშინ იყოს მიმზიდველი თუ ის დასავლეთის ნაწილი, რუსული სამყაროს ალტერნატივა იქნება.
დასავლეთთან დისტანცირება ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკურ სპექტრთან წარმოსახვით კავშირებსაც კი მოშლის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ რუსული იმპერიის შემადგენლობაში იქნება შესაძლებელი. როგორ უყურებს რუსეთი ამ საკითხს, ეს მათი ოფიციალური პირების განცხადებებიდანაც ჩანს, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ.
შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარებაც არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს: სახელმწიფო დიდი ხანია უარს აცხადებს კანონის აღსრულებაზე. მაგალითად, პოლიტიკური მოწინააღმდეგე, სხვადასხვა ჯგუფები, უბრალოდ დემონსტრანტები სავსებით დაუცველნი არიან როგორც ფიზიკურად, ასევე სამართლებრივად. პოლიცია, უსაფრთხოების სექტორი, საჯარო სამსახური, სასამართლო სისტემა სრულიად პოლიტიზებულია და შერწყმულია მმართველ პარტიასთან.
დასავლეთთან დისტანცირება ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკურ სპექტრთან წარმოსახვით კავშირებსაც კი მოშლის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ რუსული იმპერიის შემადგენლობაში იქნება შესაძლებელი
სახელმწიფო საერთოდ არ რეაგირებს პოლიტიკური ოპონენტების თუ უბრალო დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულზე თუ გადაცდომებზე პოლიციის მხრიდან. ბუნებრივია, ასეთ პირობებში სამართლებრივი თუ კრიმინალური წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანთა ჯგუფები თვითორგანიზებას დაიწყებენ, რაც ქვეყანას ახალ ესკალაციას უქადის, აქედან გამომდინარე ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი შედეგებით.
როდესაც პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს, პოლიტიკური ინტერესების რეალიზება ძალადობრივი გზით ხდება და ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა. ან თუ ქვეყანა ქაოსში ჩაიძირა, ვის აინტერესებს ვინ იყო პასუხისმგებელი?
იმ ვითარებაში, როდესაც ვაშინგტონი ევროპული პროცესებიდან დისტანცირებას ცდილობს, დასავლეთს უკრაინის პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, ჩვენი კი გამუდმებით ვცდილობთ მისი „გავლენა“ ჩამოვიშოროთ, ვინ იქნება ის ძალა, რომელიც საქართველოში ძალადობრივი განვითარების პრევენციას მოახდენს?
გამოსავალი იქნებოდა, რომ მმართველ პარტიას ეყოს გონიერება და პატრიოტიზმი, რათა მოახდინოს ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის წამოწყება, თუმცა, მასზე რუსული გავლენების მაღალი ხარისხის გამო, ამის ალბათობა ნაკლებია.
იმ ვითარებაში, როდესაც ვაშინგტონი ევროპული პროცესებიდან დისტანცირებას ცდილობს, დასავლეთს უკრაინის პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, ჩვენი კი გამუდმებით ვცდილობთ მისი „გავლენა“ ჩამოვიშოროთ, ვინ იქნება ის ძალა, რომელიც საქართველოში ძალადობრივი განვითარების პრევენციას მოახდენს?
ამას გარდა, მმართველ პარტიაში კარგად ესმით, რომ ამგვარი პროცესის წამოწყება მათი მმართველობის დასასრულია ეს დასასრული კი უამრავი კანონდარღვევის და ძალადობის ფონზე, შესაძლოა მთლად მშვიდი არც იყოს, ამიტომ, ისინი ამ პროცესის დაწყებას ყველა შესაძლო მეთოდით შეეწინააღმდეგებიან.
ერთადერთი, რამაც მმართველი პარტია ამ გზაზე შეიძლება დააყენოს, ქართველი ხალხის დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებაა, რასაც თვეების განმავლობაში გაუგონარი წნეხის მიუხედავად უწყვეტად მიმდინარე პროტესტი ადასტურებს.
ამ პროტესტმა საქართველო ჯერჯერობით ავტორიტარულ სახელმწიფოდ ქცევას გადაარჩინა – სწორედ ამ პროცესის უწყვეტობის გამო ვერ ბედავს ვერც მმართველი გუნდი დ ვერც რუსეთი ბევრი ნაბიჯის გადადგმას, თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ამ პროტესტის პოლიტიკური შედეგების მომტან პროცესად გარდაქმნა – ეს არის დღევანდელი დღის გამოწვევა და პოლიტიკური აქტორების პასუხისმგებლობა.
ქართული პოლიტიკური სპექტრის სისუსტეებზე ამჯერად ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან ეს კიდევ დამატებით უიმედობის განცდას შექმნიდა.
„ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი