ანდრიუს კუბილიუსი – რუსეთს შეიძლება ხუთი მილიონი დრონი ჰქონდეს, ამიტომ გამარჯვებისთვის ჩვენ ამაზე მეტი შესაძლებლობები გვჭირდება

ევროკავშირის თავდაცვის კომისარი აცხადებს, რომ ევროპა უნდა იყოს მზად, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დრონების არმია შექმნას.
ანდრიუს კუბილიუსის თქმით, თავის დასაცავად ევროპელებს მილიონობით დრონი დასჭირდებათ და ამისთვის მზადება ახლავე უნდა დაიწყონ.
„რუსეთს შეიძლება დაახლოებით ხუთი მილიონი დრონი ჰქონდეს, ამიტომ გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ამაზე მეტი შესაძლებლობები“, – განუცხადა მან Sky News-ს.
ნატოს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსული ძალები შესაძლოა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმისთვის იყვნენ მზად.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა