ანდრეი სიბიგა – მომდევნო დღეებში რუსეთის ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა ის მშვიდობას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ჯერ კიდევ ელოდება ს პასუხს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.
„ე.წ. „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით, ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვისმენია მოსკოვის პასუხი ჩვენს წინადადებაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის 30 დღემდე გახანგრძლივებას გულისხმობს“, – წერს სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, რუსები სააღდგომო ზავის დროსაც განაგრძობდნენ უკრაინის პოზიციებზე თავდასხმებს.
„უკრაინა სათანადოდ და პასუხისმგებლობით რეაგირებს და ჩვენ ვპასუხობთ როგორც ცეცხლს იქ, სადაც ეს ხდება, ასევე სიჩუმეს იქ, სადაც ეს არის“, – აცხადებს სიბიგა.
ამასთან, მისი თქმით, მთავარი საკითხი ის არის, რომ უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეწყვეტის გაგრძელება შესთავაზა.
„მზად ვართ ცეცხლის 30-დღიანი სრული შეწყვეტისთვის, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. მოსკოვისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მოგვისმენია. შუაღამის შემდეგ, ხვალ და მთელი კვირის განმავლობაში რუსეთის ქმედებები გამოავლენს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას -ის სამშვიდობო ძალისხმევისა და 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიმართ. ეს ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა რუსეთი მშვიდობას, თუ პუტინის განცხადებები უბრალოდ მანიპულაციები იყო“, – აცხადებს სიბიგა.