ანდრეი სიბიგა აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი -სა და ევროკავშირს ს წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდებს.
„რუსეთი ტერორის ესკალაციას აგრძელებს, ასობით დრონისა და რეკეტის გამოყნებით. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური ტერორის მასშტაბები მოსკოვისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე წვდომის ჩამორთმევის აუცილებლობას ადასტურებს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, „რუსეთის იერიშების მასშტაბი საფრთხეს არა მხოლოდ ს, არამედ მთელ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას უქმნის“.
„ჩვენი პარტნიორების ინტერესებშია, რომ ამ ტერორის ქარხანას დარტყმა ახალი მკაცრი სანქციებით მივაყენოთ: ევროკავშირის მე-18 პაკეტითა და გრემ-ბლუმენტალის კანონპროექტით“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური საჰაერო იერიში განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის, ს ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვეს.