ანდრეი ერმაკი – მზად ვართ მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ

მზად ვართ მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე ს წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ყველას მოვუსმინოთ. ჩვენთან ერთად მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები არა მხოლოდ ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც სხედან“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
ერმაკმა აღნიშნა, რომ ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთთან საუბარზე ფიქრი.
„მსურს გავიმეორო „მშვიდობის ფორმულის“ ლოგიკა: პირველი შეხვედრა, პირველი სამიტი ლიდერების დონეზე – ეს არის რუსეთის მონაწილეობის გარეშე. შემდეგ ათიდან ცხრა პუნქტის მიხედვით ცალკეული შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა იქნება, გეგმის შემუშავების მიზნით სხვადასხვა დონეზე კონფერენციები, ღონისძიებები და ლიდერების დონეზე გასამართ მეორე სამიტზე, როდესაც გეგმა მზად იქნება, ჩვენც მზად ვიქნებით, რომ რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ“, – აღნიშნა ერმაკმა.
შეგახსენებთ, 15 იანვარს, ბერნში უკრაინის პრეზიდენტის, ს ვიზიტის დროს, შვეიცარია გლობალური სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას დათანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი