ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა

ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„მას პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ჩემი შეხვედრის შესახებ ვაცნობე. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯების წინ პოზიციები შევაჯერეთ“, – წერს ანდრეი ერმაკი.
ერმაკის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა.
„უკრაინისთვის პრიორიტეტს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა წარმოადგენს, რაც უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, როგორც რეალური მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა