ანა წითლიძე – მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – ივანიშვილის პარტიის მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე საბოტაჟს განაგრძობს!

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – ივანიშვილის პარტიის მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე სვლის საბოტაჟს განაგრძობს! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.
წითლიძის თქმით, “რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ კიდევ ბევრს იზამს ევროპული კურსის დაზიანების მიზნით.
“მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსული კანონის მიღება არის ის, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დააზიანებს, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გადაუაროს, რომლებმაც მარტის აქციების დროს რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძოლეს და ეს კანონი პარლამენტში დააბრუნოს. შემთხვევითი არც ისაა, რომ რუსული კანონის ინიცირებამდე ივანიშვილის პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა. ამით დაადასტურა, რომ არც ერთი იმ ვალდებულების შესრულებას არ აპირებს, რომელსაც ჩვენგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, როგორიც შარშანდელი კანონპროექტი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი“ ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ