ანა ფოტიგა – მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია, არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა.
ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ცვლილებები ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ს გათავისუფლებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
„მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია, არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს. და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია ს მიერ და უნდა დაბრუნდნენ საქართველოს. ევროპარლამენტმა მიიღო ჩემი ორი ცვლილება საქართველოს მხარდასაჭერად“, – წერს ფოტიგა.
დოკუმენტის ტექსტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება, რომ შეიწყალოს ის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის გეგმებს, ააშენოს მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ უხეში დარღვევის დასასჯელად.

ასევე დაგაინტერესებთ