ლარი ევროსთან 5 თეთრით გაუფასურდა, დოლართან – 4 თეთრით

28 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან გაუფასურდა.
ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევროს ღირებულებად 3.0058 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 5 თეთრით (0.0518 ლარით) მეტია.
რაც შეეხება დოლარს, 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 28 მაისს 2.7680 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0434 ლარით, ანუ 4 თეთრით მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯივიპის” აქტივების მართვის დირექტორი – წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება – ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი