ანა ნაცვლიშვილი – კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია – ამ მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ახალი ს მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნების გარდა, სხვა საშუალება არ არსებობს.
“გამოსავალი იმ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც შექმნა “ოცნებამ”, რჩება იგივე – ეს არის ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც კიდევ უფრო გაამყარა საერთაშორისო დასკვნამ, რომელიც ეუთოს მისიამ დადო. ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც ვაგრძელებთ კოორდინაციას და ეს კოორდინაცია უკვე ინტენსიურ ეტაპზე გადადის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. სხვა გამოსავალი და განმუხტვის სხვა საშუალება, რომ ქვეყანა კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში დაბრუნდეს… [არ არის]. ყველა ნორმალური მოქალაქის ინტერესშია, აღდგეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც გააჩერა მოძალადე რეჟიმმა. კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალებაა ახალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, ზეწოლის გაყალბების, არჩევნების მიტაცების გარეშე გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც