ანა მარტიაშვილი: ირაკლი კობახიძე ან შეასრულეთ ის რასაც ვითხოვთ, ან დაგვხოცეთ ყველა. სხვა გამოსავალი არ გაქვთ. ყველაფერი მოვიმარაგეთ უკვე ქუჩაში გამოსაზამთრებლად

/ Irakli Kobakhidze შენზე გავიგე, ითხოვს, ს მალაპარაკეთო. ჯერ ერთი, შოთაც იგივენაირი მოქალაქეა, როგორიც მაგალითად , ან დათა თავაძე. ისინიც ამბობენ ხელისუფლება არ გვისმენსო. მეც ვამბობ აგერ. ჩვენ რატომ არ გვთავაზობ? მაგას რომ გავეშვათ, შენი აზრით, ვინმეს შეეძლება შენთან ნორმალურად ლაპარაკი? ჟურნალისტი კითხვას რომ გისვამს, მაშინაც “ტყუი, ტყუი”-ის გაყვირი. ვინც საწინააღმდეგო აზრს გეუბნება ეთერში, ყველას დაბალ IQ-იანს, უზრდელს და უკულტუროს ეძახი. მაგ დიალოგზე ეპატიჟები ვინმეს? სწორად გავიგე? და მაკრონი რატომ არ გელაპარაკება შენი აზრით? ან ბრიტანეთი რატომ მოიხსენიებს მაკა ბოჭორიშვილს “ქართული ოცნების წარმომადგენლად”? ან შეასრულეთ ის რასაც ვითხოვთ, ან დაგვხოცეთ ყველა. სხვა გამოსავალი არ გაქვთ. ყველაფერი მოვიმარაგეთ უკვე ქუჩაში გამოსაზამთრებლად,” – წერს სოციალურ ქსელში ტექ. სფეროს წარმომადგენელი ანა მარტიაშვილი.
ცნობისათვის – ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, „მაიდანი“ ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ჩვენი ეს შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, პირველ რიგში, მათ შორის, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენ ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელი არის მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, – აცხადებს .