– თეა წულუკიანის ფანჩატური არის მავნებლობა და თან მთავარი დამნაშავეები კომისიაში უზის

ყველა საქმე, რომელიც ახლა გადის თეა წულუკიანის ფანჩატურში, ყველა საქმეში არის სასამართლოს ბრალეულობა და დღეს ეს მოსამართლეები არიან გადანიშნულები , – ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა
მისი შეფასებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სპეციალურად მოწყობილი შოუა, რადგან ამ ხელისუფლებას სხვა არაფერი აქვს.
,,ე.წ. საგამოძიებო კომისია არის დროის ფლანგვა, სპეციალურად მოწყობილი შოუ იმიტომ, რომ სხვა ამ ხელისუფლებას არაფერი არ აქვს. მაგრამ მნიშვნელოვანი იყო თამაზ მოლაშვილის, სულხან მოლაშვილის მამის მისვლა ე.წ საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც მე ვიცნობ, რომელსაც თანავუგრძნობ. მან ცალსახად განაცხადა იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებმაც სიკვდილისთვის გაწირეს სულხან მოლაშვილი. მანუჩარ კაპანაძე სულხან მოლაშვილის საქმის ფიგურანტი და ლევან მურუსიძე სასამართლოს არაფორმალური მმართველი, ჩემი იუსტიციის საბჭოში ყოფნის დროს “ქართულმა ოცნებამ“ ორივე გადანიშნა. რატომ არის ეს ფანჩატური ცირკი?! როდესაც საგამოძიებო სხდომა მიმდინარეობდა, პარალელურად 13 წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. ეს არ გახდა მთავარი ამბავი, რადგან “ქართულმა ოცნებამ“ სანახაობა შემოგვთავაზა. სულხან მოლაშვილის საქმეზე, აუცილებლად და ცალსახად გამოსაკითხია , დაიბარებს თუ არა ეს კომისია მას. მე ეს ძველი დროიდან მახსოვს. სულხან მოლაშვილი ჯერ კიდევ, როდესაც ის იყო ცოცხალი, პირდაპირ ასახელებდა გვარებს, მათ შორის იყო . გიგა ბოკერია არც ერთ სასამართლოში, არც ერთ დროს არ დაუბარებიათ რატომღაც. ახლაც მაინტერესებს დაიბარებს თუ არა მას ე.წ საგამოძიებო კომისია.
ყველა საქმე, რომელიც ახლა გადის თეა წულუკიანის ფანჩატურში, ყველა საქმეში არის სასამართლოს ბრალეულობა და დღეს ეს მოსამართლეები არიან გადანიშნულები”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად