ანა ბუჩუკური – თუ ასე კარგად აქვთ საქმე, ივანიშვილი რატომ გახდა იძულებული, კომფორტის ზონიდან გამოსულიყო?! – ჩატარებული აქვთ კვლევა, რომელმაც მათ დაუდასტურა, რომ მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზე აქვთ

თუ ასე კარგად აქვთ საქმე, რა იყო მიზეზი იმის, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა, კომფორტის ზონიდან გამოსულიყო?! – რომ გამოვიდა, რაში გვჭირდება ივანიშვილის ლეგიტიმაცია, 60 პროცენტს ვიღებთო, მეორე დღეს ივანიშვილი რატომ გახდა იძულებული, გამოჩენილიყო?!, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომ მათი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ.
მისივე თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, ხოლო მათ ერთმანეთთან „ფარული კოალიცია“ აქვთ და ერთმანეთს ეხმარებიან.
„ოცნებას“ აქვს ჩატარებული კვლევა, რომელსაც შიგნითაც არ უზიარებენ ბევრს. ამ კვლევამ მათ დაუდასტურა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ისტორიულ მინიმუმზე აქვთ მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ, „ოცნებას“ რომ ასე კარგად ჰქონოდა საქმე, მათ შორის, კობახიძე რომ გამოვიდა, რაში გვჭირდება ივანიშვილის ლეგიტიმაცია, 60 პროცენტს ვიღებთო, მეორე დღეს ივანიშვილი რატომ გახდა იძულებული გამოჩენილიყო? რა იყო ამის მიზეზი, თუ ასე კარგად აქვთ საქმე? ივანიშვილი იძულებული გახდა კომფორტის ზონიდან გამოსულიყო. ეს ტყუილი და დეზინფორმაცია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შეხედეთ თითოეული მათგანის ქცევას, იმ დაპირისპირებას, რაც ერთმანეთში აქვთ, ირაკლები იქნება, კახი თუ სხვა დაჯგუფებები… მგონი, ყველაფერი ზედაპირზეა“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი