ანატოლი ანტონოვი – აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACM-ის რაკეტების ფარული გადაცემა არ შეიძლება გამართლდეს

შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ATACM-ის ტაქტიკური რაკეტების ფარული გადაცემა არ შეიძლება გამართლდეს, ეს სა და ს სხვა რეგიონებისთვის საფრთხეს ზრდის, – ამის შესახებ -ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
„ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს კიევში უკიდურესად სახიფათო იარაღის გაგზავნის ფაქტი, ეს ფარული ქმედება არ შეიძლება გამართლდეს. აშკარაა, რომ ATACMS-ის ზელენსკის რეჟიმისთვის გადაცემის გამო, იზრდება საფრთხე ყირიმის, მათ შორის სევასტოპოლის, რუსეთის ახალი რეგიონებისა და რუსეთის სხვა ქალაქების უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ანტონოვმა.
ელჩმა ცინიკური უწოდა ამერიკული მხარის განცხადებებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პირობა დადეს, ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არ გამოიყენებენ.
„ვინ უნდა დაამშვიდოს ასეთმა ტყუილმა? როგორ შეიძლება არ შეამჩნიოთ კიეველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი ტერაქტები?“- აღნიშნა ანტონოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ