ანალენა ბერბოკი – მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა რომის პაპი – ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, მ თეთრი დროშის აწევისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს.
„მართლა მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა. არ მესმის”, – აღნიშნა ბერბოკმა.
უკრაინის წინააღმდეგ ს ფედერაციის აგრესიულ ომზე საუბრისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ საკუთარი თვალით დანახვით შეიძლება.
“ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ”, – დასძინა მან.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა დადგეს უკრაინელი ხალხის მხარეს და გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ თავი დაიცვას.
„თუნდაც მცირედი შანსი რომ ყოფილიყო რუსეთის რეჟიმის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენის, მაშინ მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ