ანალენა ბერბოკი ისრაელში ჩადის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილების საკითხი განიხილოს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერბოკმა ბერლინში, იორდანიელ კოლეგასთან, აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენთვის, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობისთვის, ამ მყიფე დროში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა ხელი შევუწყოთ დეესკალაციას მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა ბერბოკმა.
თავის მხრივ, საფადიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ მ, ირანთან დაპირისპირებით ღაზაში არსებული ვითარებიდან ყურადღება გადაიტანოს, სადაც ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებს სამხედრო ოპერაციას და სადაც, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 33 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა