თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ისევ დიფ სთეისზე ისაუბრა და ასევე თქვა, რომ შესაძლებელი იყო რუსეთის თავდასხმის არიდება უკრაინაზე. მან ვერ თქვა, რით იყო ეს შესაძლებელი, რა ნაბიჯები უნდა გადადგმული, და ზოგადი პასუხი გასცა ამ კითხვას, მისი თქმით, პოლიტიკაში იმიტომ არიან, რომ მსგავსი რამ აიცილონ.
„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მომხდარიყო ამ ომის თავიდან არიდება, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში და იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. სამწუხარო და ძალიან მძიმეა, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ რეზოლუციას.”
