“ამ ლექციას არავინ არ ჩაატარებინებს” – “უნივერსიტეტის” პასუხი პარლამენტიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება სთვის თსუ-ში ლექციის ჩატარებაზე უარს და ამბობს:
მე ერთი სტუდენტი მაინც მაინტერესებს, რომ ზურაბიშვილი ჩაატარებს ლექციას, როგორ უნდა დაარღვიოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, მერე როგორ უნდა გამოვიდეს და თავზე გადაახიოს კონსტიტუცია ჯერ ხალხს, მერე საკონსტიტუციო სასამართლოს. რა თქმა უნდა, ამაზე ყველა უარს იტყვის, რომ ასეთი ტიპის ლექცია ჩაატაროს ზურაბიშვილმა, სხვა ენა მან არ იცის. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, ვუსმენთ, მის მენტალობას, მის სიტყვას და ყოველ მეორე წინადადებაში, თუ ყველაში არა, არის საქართველოს საწინააღმდეგო სიტყვები, ბუნებრივია, ლექციას – როგორ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია, არავინ არ ჩაატარებინებს.”
გურამ მაჭარაშვილი არ განმარტავს, როდიდან აქვს დეპუტატს უფლება უნივერსიტეტების სახელით ისაუბროთ და მათ მიუთითოს, ვინ უნდა ჩაატაროს ლექცია და ვინ – არა.
უცნობია, რა რეაქცია ექნება მაჭარაშვილის სიტყვებზე თსუ-ს რექტორს, რომელიც ორი დღის წინ, პრეზიდენტს პასუხობდა და უნივერსიტეტის ავტონომიაზე საუბრობდა, რადგან ჯაბა სამუშია მედიას არ პასუხობს. შესაბამისად, არც იმ კითხვაზე გვაქვს პასუხი ავტონომია უნივერსიტეტს, რექტორის აზრით, მხოლოდ პრეზიდენტთან მიმართებით აქვს, თუ შერჩევით და მმართველ გუნდზე არ ვრცელდება?

ასევე დაგაინტერესებთ